აქციის ორგანიზატორები რუსთავის მერს ხვდებიან

ამ წუთებში, კამპანია “იცურე მშვიდად” ორგანიზატორები შეხვედრას რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან მართავენ.

საუბრის ძირითადი თემა რუსთავში არსებული საცურაო ზონებში უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებს შეეხება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის განცხადებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, თუმცა ფატალური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ასეთი სახის შეხვედრები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია.