მისაქციელში ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ხუთდღიანი (26-30 ივლისი) სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების წარმოამდგენლები მათ შორის გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ესწრებიან.
პროექტის ,,დემოკრატია მეტია ვიდრე არჩევნები,, ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამბრელას,, პრეზიდენტის სლავა მეჟდოიანის შეფასებით, ღონისძიების მონაწილეები შეხვედრის მსვლელობისას გაეცნობიან ადგილობრივი დემოკრატიისა და ჩართულობის პრინციპებს არაფორმალური განათლების და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გზით, პროექტის შემდგომ საკუთარ მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობენ სტრუქტურული დიალოგის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
აღნიშნული პროექტი ,,ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის,, მიერ არის მხარდაჭერილი და მიზნად ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას ისახავს.









