ბათუმში ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში მუნიციპალურ ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, აალების მომენტში ავტობუსში მგზავრები ისხდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ძრავას გაუჩნდა. მათი თქმით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს .