გურამიშვილის გამზირზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე იარაღი იპოვეს. ცნობილი ხდება,რომ სავარაუდოდ, ორმაგი მკვლელობის დროს კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო.
მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მათი განცხადებით, მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს,რაც ადგილზე პოლიცია მივიდა. რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.
20 და 21 წლის ბიჭებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა.
მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.







