საქართველოს ცემენტის ასოციაციამ მეშვიდე ფარული ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ექვსი კომპანიის ცხრა პროდუქტმა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი.
„აღსანიშნავია, რომ იმ ექვსი კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, სამი მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს, ხოლო დანარჩენი 19 პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით“, – განაცხადეს საქართველოს ცემენტის ასოციაციაში.
2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რუსთავში ხვალ კონფერენცია გაიმართება.