რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროცესები-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების შესახებ,საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა,რომელსაც მხარის პირველი პირი უძღვებოდა.
შოთა რეხვიაშვილმა განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა . სხდომის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კონკრეტულ მაგალითებზე.
სხდომას, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, ქვემო ქართლის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.









