ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება-ფინანსთა მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა- “მსხვილმა ბიზნესმა ეს იცის. საქართველოში ნებისმიერ ბანკს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მათ იციან, რომ ლარი გამყარდება. ეს იციან იმ უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები იყიდეს”, — აღნიშნა მაჭავარიანმა.

მანვე განაცხადა- “ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და, ასევე, მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება”
ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარი მუდმივად უფასურდება. 31 ივლისს ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 2 თეთრით და ერთი დოლარი 2,9718 ლარი გახდა.