ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის საკრებულოს წევრს „პატრიოტთა ალიანსი“ დაატოვებინეს

 “პატრიოტთა ალიანსის” ხაშურის საკრებულოს წევრს, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტია დაატოვებინეს. აღნიშნულ ფაქტი პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს.
 შეგახსენებთ  ,  ალექსანდრე სიმონიშვილმა  TV4-ის მიერ  სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარი დატოვა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა .