ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე რეგისტრირებული 437 აბიტურიენტიდან 41 გამოცდაზე არ გამოცხადდა.
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე 34 საგამოცდო სექტორი იყო დატვირთული.