რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილის მერის, თემურ აბაზოვის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვება. ამ დროისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარეები სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტს უსმენენ, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე დართული ვიდეომტკიცებულებები თავიდან გაიხსნას და მისი შინაარსიდან გამომდინარე ბრალდების მხარემ ექსპერტს კითხვები დაუსვას.
შეგახსენებთ , რომ საქმე ეხება მარნეულის მოქალაქის მიმართ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელშიც მთავარი ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვია, რომელსაც აღვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება 10000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.