რუსთავის ტბაში ქალი გარდაცვლილი აღმოაჩინეს

რუსთავში, ხელოვნურ ტბაში 85 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს.აღნიშნული ტბა მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია “ტვ4”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს რომ, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.