საბერძნეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ბიძგები ტურისტულ კუნძულ კრეტაზე, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.