საერთო სამაგისტრო გამოცდები მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად საერთო სამაგისტრო გამოცდები მიმდინარეობს.
დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდების მეორე სესია იმართება.საერთო სამაგისტრო გამოცდის აპლიკანტები B კატეგორიის ტესტს აბარებენ. წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა.

საერთო სამაგისტრო გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 % – იანი დაფინანსება გაიცემა.

გამოცდები 24 ივლისს დასრულდება.