სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 70,156.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, რომლის საერთო წონა 914,29 გრამია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 12 და 15 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 24,080.48 ლარის ოდენობით შეეფარდათ , ხოლო 13 ივლისს მომხარ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.