ქვეყნის საზღვარზე 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა 9-17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ . ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ­­­