წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.