ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნა(+ფოტო)

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი ქალაქის მერმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გახსნა.

სერვისცენტრი, ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობისთვის, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. აღნიშნული სივრცე ადგილობრივებს საშუალებას მისცემს ქალაქის მერიაში მიუსვლელად მერიის სოციალური პროგრამებით ისარგებლონ. ასევე ხელმისაწვდომი იქნება მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზება, ბინის პრივატიზება, აუქციონის, თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთება და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღება. მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს მხოლოდ აიდი ბარათი დასჭირდებათ. 
აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სერვისცენტრის შენობა ევროკავშირის პრექტის-,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.

შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.

სერვისცენტრის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.