ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები გერმანული კომპანიის ,,ჯი აი ზეტის” წარმომადგენლებს შეხვდნენ (+ფოტო)

რუსთავის მერიის დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გერმანული კომპანიის “ჯი აი ზეტის” წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ვიცე-მერი, ბესიკ ტოგონიძე და სამსახურის უფროსები ესწრებიან. საუბრის თემა რუსთავში დასაპროექტებელ ველობილიკებს შეეხება, რომლის პროექტირების საკითხშიც გერმანულ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, უცხოელი სპეციალისტები რუსთავის იმ ადგილებს შეისწავლიან, სადაც ველობილიკების პროექტირებისთვის შესაძლო ლოკაციები განიხილება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები რუსთავის კონკრეტულ ადგილებს მოინახულებენ, სადაც, შესაძლოა, სულ მალე ევროპული სტანდარტების ველობილიკები მოეწყოს.