ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე . თვითმხილველების ინფორმაციით , საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ორ ავტომანქანას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად,ორი ადამიანი დაშავდა . ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა . დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია .
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ .
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.