ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე. თვითმხილველების თქმით მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.