ამერიკა თურქეთს სტელსის სისტემით აღჭურვილ გამანადგურებლებს აღარ მიჰყიდის

რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ „F-35“-ს აღარ მიჰყიდის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სამართლიანი არ არის, რომ ვაშინგტონს და ანკარას შორის რამდენიმე მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ „S-400“-ის გვერდით „F-35“-ის განთავსება მოსკოვს სტელსის სისტემაზე ბევრი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ძალიან რთული მდგომარეობაა, სადაც ისინი იმყოფებიან და ასევე ძალიან რთული ვითარებაა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ეს სამართლიანი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც ცნობილია, თურქეთს ამერიკის შეერთებული შტატებისგან 100 ერთეული გამანადგურებელი უნდა ეყიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, თურქეთმა რუსეთისგან “S-400″–ის ტიპის მძლავრი საზენიტო თვითმავლები შეიძინა.

F-35 RAPTOR

S-400