დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას, “მეცხე არხი” ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.
“ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა.
შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.