ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

ივლისის თვეში რუსთავში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციებმა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ნორმას 13 ივლისს გადააჭარბა- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს. ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებები ნორმას აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების შემთხვევაში აჭარბებს.
რუსთავში ნორმის გადაჭარბება 1 ივნისს 1,2 ჯერ, ხოლო 12 ივნისს 1,5 ჯერ დაფიქსირდა. ნორმის ყველაზე მაღალი დარღვევა რუსთავში 13 ივნისს დაფიქსირდა, მაჩვენებელმა ნორმას 2,4- ჯერ გადააჭარბა.