აქცია-პერფომანსი რუსთავის პოლიციის შენობასთან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში  მიმდინარე აქციას რუსთავიც შეუერთდა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის წევრებმა”, მხარდამჭერებთან ერთად  მეგობრობის გამზირზე, პოლიციის შენობასთან აქცია-პერფომანსი გამართეს.  

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს, როდესაც  საპროტესტო აქციის მონაწილეები, რუსეთის დუმის დეპუტატის, პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას აპროტესტებდნენ, მომიტინგეები სამართალდამცავებმა  ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, სადაც რუსთავის პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.