ახალი 10-ლარიანი მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ახალი 10-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.