21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, ახალქალაქში, მიტოვებულ შენობაში დღეს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა კუმურდოს მკვიდრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა კაზინოში თანხა წააგო, რაც შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:dianews.ge