ბათუმში, სანაპიროზე სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, დაზარალებულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი შედარებით მძიმე.

დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.