ბოლნისის მერმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფ პედაგოგს უმასპინძლა(+ფოტო)

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფ პედაგოგს დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთ ფინალისტს, სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ლაურა გოტიაშვილს, მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე დავით შერაზადიშვილმა ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ენის მნიშნელობაზე გაამახვილა და პედაგოგს მაწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება უსურვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის მფლობელი 5 ოქტომბერს, პედაგოგების მსოფლიო დღეს გამოვლინდება, გამარჯვებულს 10,000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცემა.