ბოლნისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები(+ფოტო)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები – მუნიციპალიტეტის მერი ,დავით შერაზადიშვილი სოფელ დარბაზში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამ დროისთვის,სოფელში მოძველებული სასმელი წყლის ქსელის განახლება მიმდინარეობს. დარბაზში  შიდა გზების მოწყობის სამუშაოები ტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გზის გვერდითა სანიაღვრეები მოეწყო .

სოფელ  ბერთაკარში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარებს, პროექტის დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება. სოფელ სენებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოპირკეთდა გზები , მოიხრეშა სოფელში არსებული შიდა გზები. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული ხევში ჩასასვლელი გზის პრობლემაც მოუგვარდა. რაც შეეხება სოფელ იწრიას, ბოგირამდე მისასვლელი ღვარცოფისგან დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით,ბოლნისში ინფრასტრუქტურული კუთხით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება

„რამდენიმე სოფელს ვესტუმრე და იქ მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულე. ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გზებისა და სასმელი წყლის პრობლემები უგვარდება, რაც ძალიან მახარებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მომავალში ჩვენ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ვგეგმავთ“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.