სამომავლო გეგმები და აქტივობები-რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა სლოვაკეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე გიორგი რობაქიძესთან და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და რუსთავის განვითარების,ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთერთობების დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგია ჯღარკავა ესწრებოდნენ.