გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას უცხადებს

შინაგან საქმეთა მინისტრი მასთან ინტერვიუს შემდეგ TV პირველის წამყვანს ინგა გრიგოლიას მიმართ ზეწოლასა და შეურაცხყოფს ეხმაურება. გიორგი გახარია მწვავე კითხვებისთვის მადლობას უხდის ინგა გრიგოლიას და მას მხარდაჭერას უცხადებს.
“მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ის ბულინგი, რასაც მასზე ახორციელებდნენ”, — განაცხადა გახარიამ.