გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას გასცა პასუხი.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემ მიერ პასუხი იქნა გაცემული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს იძიებს.