გორში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ავტომანქანიდან გადავარდა და დაშავდა.
50 წლამდე მამაკაცმა ძლიერი ქარის გამო წონასოწრობა ვერ შეინარჩუნა და ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა. მას მანქანიდან ბანერი გადაჰქონდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.