დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდებიან

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებიან.
დამსაქმებლები დაინტერესებულ პირებს 6 ვაკანტურ ადგილს სთავაზობენ.
ვაკანსიებიდან 2 შტატიანი პოზიცია იქნება, ხოლო 4 – სტაჟირების.

რუსთავის საკრებულო ერთგვარი მედიატორის როლს თამაშობს რუსთაველ დასაქმების მსურველ ახალგაზრდებსა და კერძო კომპანიებს შორის.