დედამ ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა, მაკრატელი ბავშვსსავარაუდოდ ხელში ეჭირა.

მცირეწლოვანს ჭრილობა მკერდის არეში აღენიშნება.
ბავშვი მარნეულის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.