დევნილებს, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ჯანდაცვის მინისტრი დღეს შეხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილებმა დღეს აქცია გამართეს.
დევნილები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ბინები დაიკავეს, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მინისტრი მათ დღეს 17:00 საათზე შეხვდება.