ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერო პირები ქართულ ენას შეისწავლიან

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, ახალი მიმართულებით სწავლის განხორციელებას იწყებს.

ამ წუთებში ჟვანიას სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში, პროგრამის გახსნის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
კერძოდ, პროგრამაში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების, სასულიერო პირები ერთვებიან. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ენის სწავლება ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.