ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პირველი აგვისტოდან დაიწყება

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პირველი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.

2019 წლის გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.