“ვირთხა, ჩამშვები…ბესელია ყველაფრის ღირსია”- ზარდიაშვილის ეპითეტები ეკა ბესელიას

“ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია შევავსოთ, ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია” – ასე გამოეხმაურა უმრევლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი , ბესელიას იმ განცხადებას,სადაც ყოფილი თანაგუნდელი ზარდიაშვილის პარტიიდან შესაძლო გარიცხვაზე საუბრობდა.

ვანო ზარდიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან მისი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა.

„გადით ქუჩაში, დაუსვით კითხვები მოქალაქეებს, 100-დან ასივე გიპასუხებთ, რომ თუ ვინმე კორუმპირებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის ეკა ბესელია.

ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია ამ შინაარსით შევავსოთ, ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია,“-ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

მას შემდეგ, რაც ბესელიას ზარდიაშვილმა ვირთხა უწოდა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა .მისი თქმით, ივანიშვილი ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან გაშვებას აპირებდა.