ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

იტალიაში კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო, კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე კომიზოსა და კატანიის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. ვულკანის კრატერიდან ლავა იღვრება და ფერფლი იფრქვევა.

ეტნა ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში.