„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები 19:00 საათზე ვაკის პარკში შეკრიბებიან

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაპროტესტებას დღეს დაიწყებენ, ისინი 19:00 საათზე თბილისში, ვაკის პარკში შეიკრიბებიან. აღნიშნულის შესახებ გურამ ფალავანდიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

„8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია,“ – წერს გურამ ფალავანდიშვილი.