“თბილისი პრაიდის” ღონისძიება აღარ გაიმართება

„თბილისი პრაიდის” ღონისძიება, რომლის გამართვაც 8 ივლისს, 09:00 საათზე, შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება. რაც შეეხება ამავე პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს , უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორგანიზატორები ინფორმაციას ჯერჯერობით არ გაავრცელებენ.

მიუხედავად იმისა რომ , “თბილისი პრაიდი” აღარ გაიმართება, ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან ერთად “ვერის ბაღში” იმყოფება , სადაც განაცხადა რომ ახლა მოქმედებაა საჭირო .

„დღეს გვითხრეს, რომ პრაიდი არ ჩატარდება. რამდენი ვიღაც ტუტუცი მამათმავალი კლავიატურას მიუჯდება და რაღაცას დაწერს, არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს რას წერენ ისინი. დღის ბოლომდე არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ, გინდა ახტით და გინდა დახტით“,- აღნიშნა ვასაძემ.

„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება.