თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ცხედრები საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.