თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა, შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი, გაგა და ლევან
შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.
ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.