თუშეთში, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

თუშეთში, სადაც ცოტახნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ასევე, თბილისიდან, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან, ხევში გადავარდა.