ივნისში მაშველებმა საქართველოს წყლებზე 45 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ივნისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს.

გადარჩენილებიდან 14 არასრულწლოვანი და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უწყებამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა სადაც აღნისნულია, რომ “თითო გადარჩენა გმირული საქციელია და ხშირად ამ გმირობის უკან ერთ მაშველზე მეტი დგას“.