“პატრიოტთა ალიანსის” ხაშურის საკრებულოს წევრს, ალექსანდრე სიმონიშვილს, რომელმაც “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტია დაატოვებინეს. აღნიშნულ ფაქტი პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს.
შეგახსენებთ , ალექსანდრე სიმონიშვილმა TV4-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარი დატოვა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა .
მთავარი ყველა საქართველო ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის საკრებულოს წევრს „პატრიოტთა ალიანსი“ დაატოვებინეს