ირაკლი ოქრუაშვილი-სასამართლომ “რუსთავი 2”-ის წილების დაყადაღებაზე უარი გვითხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“- ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, თუმცა ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ სარჩელი წარგვედგინა“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა, მან ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.