თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე აქციაზე დაკავებულ პირებს – გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.