იუსტიციის სახლის ფილიალებში, მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი სერვისის – „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ’’ მიღებას შეძლებს.
სერვისით სარგებლობა მომხმარებელს დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებში შეუძლიათ.
დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული ან აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და მასში ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.
ცნობის მომზადების ვადა და საფასური 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს ხოლო, 1 სამუშაო დღეში -45 ლარს შეადგენს.